ჰორფორდი დაბრუნდა, მაგრამ “ატლანტას” ვერ უშველა

ჰორფორდი დაბრუნდა, მაგრამ “ატლანტას” ვერ უშველა

„ატლანტამ“ „ბოსტონთან“ სერიის მეოთხე მატჩიც წააგო (79:101) და საერთო ანგარიშით 1:3 ჩამორჩა. ასეთ ვითარებიდან თავის დაღწევა კი ძალიან რთულია. ატლანტელებს დაუბრუნდათ ტრავმირებული ალ ჰორფორდი და ჯოშ სმიტი, მაგრამ ამით ვერანაირი ხეირი ვერ ნახა. ჰორფორდს ბოლო 5 თვეა, არ უთამაშია და გასაკვირიც არ იყო, რომ ის გუნდურ რიტმში ჩვეულად ვერ ჩაჯდებოდა.
 
არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ამას წინათ გამოთქმული ვარაუდის შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სერიის მე–5, ანუ მომდევნო მატჩში უნდა ითამაშოს, რომელიც ჩვენი დროით, 9 მაისს, გამთენიისას, ატლანტაში გაიმართება.
 

ალ ჰორფორდი დაბრუნდა, მაგრამ…