ჰოსლიმ ესპანეთის ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო.

ჰოსლიმ ესპანეთის ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო.

დაიწყო ესპანური პრიმერადივიზიონი, სადაც როგორც ქართველი, ასევე ქართულპასპორტიანი ამერიკელები თამაშობენ – ტორინ გრინი, ტაირონ ელისი და ქუინტონ ჰოსლი. პირველ ტურში ჰოსლისა და ელისს მოუწია მოედანზე გასვლა, ნიკა ცქიტიშვილისა და ტორინ გრინის გუნდები კი კვირას ითამაშებენ.
 
კვინტონ ჰოსლის “ხუვენტუდი” სტუმრად “კახასოლთან” 80:85 დამარცხდა. თვითონ ჰოსლიმ კი, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერ ერთი ოფიციალურ მატჩიც არ ჩაუტარებია, თავისიანთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა – 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი.
 
წააგო ტაირონ ელისის “ესტუდიანტესმაც”, რომელიც საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა – 79:84. ელისმა მხოლოდ ერთი ქულისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.
 

ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი ქართული პასპორტებით