ავსტრია 76:74 საქართველო25:20 18:16 15:24 18:14ავსტრია: კოლიკი (12), შრაინერი (2), იანგლი (13), ჰოიგერი (4), შპაისერი (6),ჰუტერი (10), ნაგლერი (3), კიუგერლი (2), მეიერსი (13), დანეკი (4), მაიერი (7)საქართველო: ცინცაძე ( 24 წუთი, 5 ქულა, 3 პასი), ა. ბოისა (18 წთ. 2 ქ), სანიკიძე (13 ქ. 10 მ), ცქიტიშვილი (25 წთ. 20 ქ. 9 მ), ფაჩულია (30 წთ. 9 ქ. 3 პ); სათადარიგინი: გამყრელიძე (20 წთ. 9 ქ), ვ. ბოისა (22 წთ. 9 ქ), შერმადინი (3 წთ. 2 ქ), ტუღუში (14 წთ. 5 ქ), ტომარაძე (5 წთ), შენგელია (4 წთ)
21 მოხსნები 3114 პასები 1111 ჩაჭრები 711 დაკარგვები 180 დაფარებები 222 ჯარიმები 23
39/20 ორქულიანები 33/2115/5 სამქულიანები 19/629/21 საჯარიმოები 19/14
ავსრტიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო. ეს იყო მორიგი საკონტროლო მატჩი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის, რომელმაც ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ ტაირონ ელისს წელი აწუხებდა და მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა. ელისის ნაცვლად ხუთეულში ადგილი დაიკავა ანატოლი ბოისამ, რომელმაც 18 წუთი დაყო მოედანზე და ჩვენიანებს 2 ქულით შეეწია.
ავსტრიის ეროვნული ნაკრები
კოკოშკოვის გუნდმა პირველი მეოთხედი დათმო და მეორეშიც ვერ იპოვა თავისი თამაში. აი, მესამე მეოთხედში კი კოკოშკოვის შეგირდებს თითქმის ყველაფერი გამოუვიდათ და ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა მაინც იძალეს და ამაში მათ თანამემამულე მსაჯებიც ნაწილობრივ დაეხმარათ.
მსაჯებზე წაგების გადაბრალება არაა სამართლიანი, თუმცა ავსტრიელებთან მატჩს ამ ქვეყნის არბიტრები მსაჯობდნენ და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მათ გადამწყვეტ მომენტში თავისიანების სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოიტანეს.
ნამატჩევს ჩვენი ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს რომ დავუკავშირდით, მსაჯების მიკერძოების ამბავი სწორედ მან გვამცნო:
“სიმართლე ითქვას, ამ წაგებას არც არავინ მისტირის, ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა და ჩვენმა ნაკრებმა ღირსეულადაც ითამაშა, მაგრამ ცოტა ობიექტური რომ ყოფილიყო მსაჯობა, მასპინძლებს სავარაუდდ იოლად დავამარცხებდით. პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მერე მოვუმატეთ და საიმედო უპირატესობაც მოვიპოვეთ. ბოლო მეოთხედში დასანანი ბურთები დავკარგეთ, რაც მეტოქემ არ გვაპატია და საბოლოოდ, თითქმის მოგებული შეხვედრა წეავაგეთ…
ეს არაფერია, დღეს დაშვებულ შეცდომებს კარგად გავაანალიზებთ და ხვალ მასპინძლებს უკეთ ვეთამაშებით. ეს მოსამზადებელი შეხვედრებია და აქ დამარცხება ჯობს მერე, ოფიციალურ მატჩებში წაგებას. დღეს ჩვენ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ტაირონ ელისი გვაკლდა, რომელსაც წელი ტკივა და გადავწყვიტეთ, არ დაგვეტვირთა. ხვალისთვის ელისი ალბათ ითამაშებს და ავსტრიელებს, იმედია, იოლად დავამარცხებთ”.
საქართველოს ნაკრები ავსრტიელებს 30 აგვისტოს ხელმეორედ გაეჯიბრება და ამით ამხანაგურ მატჩებს დაასრულებს.