ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა

ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.
ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება. ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.
ილიას ზუროსი ქართული სპორტული მას-მედიის წარმომადგენლებს ხვალ,  დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე შეხვდება.
სამწვრთნელო კარიერა2000-2002       ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)2003-2004       საგესი (ლიბანი)2004-2005       პერისტერი (საბერძნეთი)2005-2006       არისი (საბერძნეთი)2006-2007       პარიზ-ლევალი (საფრანგეთი)2007-2010       პანელინიოსი (საბერძნეთი)2011                ჟალგირისი (ლიტვა)2011-2012       საბერძნეთის ეროვნული ნაკრები2012                ეფესი (თურქეთი)2013                ჟალგირისი (ლიტვა)2014-2015       თოფაში (თურქეთი)
მიღწევები და ტიტულებილიბანის ჩემპიონი (2004)ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004)ევროთასის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2010)ლიტვის თასის მფლობელი (2011)ბალტიის ლიგის ჩემპიონი (2011)ლიტვის ჩემპიონი (2011)