ინტერვიუ 20–წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან

ინტერვიუ 20–წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან

14–დან 25 ივლისამდე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში (B დივიზიონი) მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ ბერუაშვილის გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან  უნგრეთი, ისრაელი და შედეთი. ჩვენი 20–წლამდელები 7 ივნისს შეიკრიბნენ და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადებიან. დღეს ნაკრების თავკაც მიხეილ ბერუაშვილს გავესაუბრეთ.
 

 
– 7 ივნისიდან შეკრებილები ვართ, ხოლო 14 ივნისიდან მოყოლებული დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. ჯერჯერობით გაფართოებული შემადგენლობით ვვარჯიშობთ, ხოლო ივლისის დასაწყისში იმ 12 მოთამაშეს დავასახელებთ, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრებით.
– ყველა მოთამაშე თქვენს განკარგულებაშია, ვინც გამოიძახეთ?
– ჯერჯერობით არ ჩამოსულა გიორგი შარაბიძე, რომელმაც გასული სეზონი ესპანეთში გაატარა. ის დღე–დღეზე ჩვენთან იქნება.
– ესპანეთში მოთამაშე თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და საინტერესოა, 20–წლამდელებშიც ითამაშებს თუ არა…
– შენგელია ჩვენთან ვარჯიშობს და ავსტრიაშიც ჩვენთან ერთად წამოვა. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში (14, 16, 18 ივლისი) დაგვეხმარება, მერე კი, სავარაუდოდ, ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. მოგეხსენებათ, 1 ივლისიდან ეროვნული ნაკრებიც ავსტრიაში იქნება და 20–ში საქართველოში, ოთხთა საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ დაბრუნდება. იგეგმება, რომ შენგელია სწორედ დიდ ნაკრებს გამოჰყვება სამშობლოში, ხოლო დარჩენილ მატჩებს 20–წლამდელთა ნაკრები მის გარეშე ჩაატარებს.
– ავსტრიაში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩებს თუ გეგმავთ?
– დაგეგმილია თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამგზავრება და იქ სპარინგ–მატჩების გამართვა. ახლახან შევიტყვეთ, რომ თბილისში ჩამოსვლას აზერბაიჯანული გუნდი აპირებს და შესაძლოა, მათთანაც ვითამაშოთ, თუმცა ეს პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანია.
– 18–წლამდელთა ნაკრებს ტანმაღალი მოთამაშეები აკლია. თქვენ ხომ არ განიცდით ანალოგიურ პრობლემას?
– არა, ჩვენთან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. სულ 16 კანდიდატია და ეს ბიჭები ყველა სათამაშო რგოლზე თითქმის თანაბრად არიან გადანაწილებულნი. ძირითად 12 კალათბურთელში ადგილს ღირსეულები დაიმსახურებენ. შემადგენლობას თურქეთში გამგზავრებამდე, ივლისის დასაწყისში დავასახელებთ.
– მეტოქეებზე რას იტყვით?
– შვედეთი შარშანაც ჩვენს ჯგუფში იმყოფებოდა და მათ მოვუგეთ კიდეც. რაკი ასაკობრივ ნაკრებებში შემადგენლობა სისტემატიურად იცვლება, ძნელია რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება. ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია და ნებისმიერთან საბრძოლველად სრული მობილიზებით ვემზადებით.
 

სახელი, გვარი

დაბად.თარიღი

სიმაღლე

გუნდი
ბექა ჩიკვილაძე

12.02.1991

195

ალბასეტე (ესპანეთი)
იოსებ ლეჟავა

31.05.1991

186

სამედიცინო
ლევან ხმელიძე

15.05.1991

195

ენერჯი–ინვესტი
აკაკი დვალიშვილი

14.02.1991

206

ენერჯი–ინვესტი
ტარიელ თავართქილაძე

16.02.1991     

193

ბათუმი
ზურაბ მაჭავარიანი

22.05.1990

190

ენერჯი–ინვესტი
გივი ბაქრაძე

26.05.1991

185

კორიკო (ფინეთი)
გიგა კვეტენაძე

16.01.1990

200

სოხუმი
რევაზ ჩაჩანიძე

 31.07.1990

185

ენერჯი–ინვესტი
გიორგი ნანიტაშვილი

12.04.1990

186

დინამო
აკაკი ლომოური

17.01.1991

196

სამედიცინო
გიორგი რევაზაშვილი

24.01.1991

209

მაკაბი
ბექა ბექაური

18.01.1991

208

სამედიცინო
თორნიკე შენგელია

05.10.1991

207

ვალენსია (ესპანეთი)
გიორგი შარაბიძე

27.04.1990

210

ვალენსია (ესპანეთი)
გიორგი ყიფიანი