ინტერვიუ ლევან მოსეშვილთან

უკალათბურთოდ დაღლილი მწვრთნელი
 
ქართული კალათბურთის ისტორიას წლების განმავლობაში დიდი ხალხი ჭედავდა. პატრიარქი პიროვნებები, რომლებსაც მოთამაშეობისას და მწვრთნელის რანშიც ბევრი გაუკეთებიათ, ისინი ყოველთვის ერთგულად და ბოლომდე დგნენგვერდით ჩვენს ქვეყანაში სპოტის ამ სახეობის წინსვლასა და პოპულარიზაციას.
ასეთთა რიცხვში ულაპარაკოდ შედის ლევან მოსეშვილი, რომელსაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის რანგში უაღრესად ბევრი შეუმატებია ჩვენში კალათბურთის წინსვლისთვის. ლევან მოსეშვილი ბოლო წლებია “თბილავიამშენის” თავკაცია და გუნდს ამ დროში ბევრი ტიტულიც მოაგებინა, ორი წლის წინ კი ამ “ავიატორებთან” ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა. აღნიშნულ ინტერვიუში ბატონი ლევანი ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, რატომ მაინც და მაინც კალათბურთი?- ვცხოვრობდი ვერაზე, კალანდაძის 8 ნომერში და იქვე, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზიდან ყოველთვის ხმაური გამოდიოდა, ხალმრავლობა იყო და სიმართლე გითხრათ, დავინტერესდი, ასეთი რა ხდება, იქ სულ ხმაური და ჟრიამული რომ არის-მეთქი. დავესწარი ერთ-ერთ შეხვედრას, მერე და მერე კი ვნახე ისეთი ხალხი, რომლებმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში უდიდეს კვალი დატოვა. ვხედავდი, თუ რა სასწაულებს ახდენდნენ ქორქია, ჯორჯიკია, ჟღენტი, კილაძე და მათი შემხედვარე, კალათბურთით “მოვიწამლე”. თავიდან შალვა დიასამიძის ჯგუფში შევედი, ვარჯიშები კი ვერის ბაღში გვქონდა. ასე რომ, 1953 წლიდან, მე და ბურთი განუყრელ მეგობრებად ვიქეცით.
– დიასამიძესთან თქვენს გარდა ვინმე ისეთი თუ ვარჯიშობდა, ვინც შემდგომში დიდი კალათბურთი ითამაშა?- შალვა ძიას შეხება ყველასთან ჰქონდა, ერთი პერიოდი “დინამოშიც” კი იყო მიწვეული და თავისი მოღვაწეობისას ბევრ ცნობილ მოთამაშესთან უმუშავია. იგი 5 ასაკობრივ ჯგუფს ავარჯიშებდა და ყველასგან დაფასებული პიროვნება გახლდათ.
– 1959 წელს გადახვედით თბილისი “დინამოში”.- კი და ეს ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. “დინამოს” იმ დროს გიორგი ავალიშვილი ედგა სათავეში და გუნდი ევროთასების ხშირი მონაწილე გახლდათ. “დინამო” ნებისმიერი მოთამაშისთვის საოცნებო ობიექტი იყო და გამონაკლისი არც მე გახლდით. “ბურევესტნიკიდან” “დინამოში” მე, ანზორ ლეჟავა და კიდევ რამდენიმე მოთამაშე გადავედით, ასევე საკმაოდ კარგად ითამაშა “დინამოში” გუგა ზაქარიაძემაც. მერე და მერე, გუნდში მივიდნენ ალთაბაევი, კაზანჯიანი, სხვებიც და გუნდიც ევროპაში ერთ-ერთ უძლიერესადაც იქცა. იმ გუნდმა ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ მაინც მგონია, რომ თავისი პოტენციალი ნოლომდე ვერ გამოავლინა.
– “დინამოში” თქვენი პირველი შეხვედრა ხომ არ გახსოვთ?- თუ არ ვცდები, მოსკოვის “დყნამოს” წინაარმდეგ ვითამაშე და ის მატჩი 29 ქულით დავასრულე. მაშინ, მოხსნებს, დაფარებებს არ ითვლიდნენ, არ არსებობდა სამქულიანის ხაზი, სულ სხვა კალათბურთი იყო. არ ვამბობ, რომ ქულების დაგროვება უფრო იოლი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ მაშინაც მაგრად უნდა მოგენდომებინა.
– თუ არ ვცდები, თითქმის ყველა ამპლუის შეთავსება გიწევდათ…- ერთი გამთამაშებლად არ მითამაშია, თორემ ერთსა და იმავე სეზონში ხან ოთხ ნომრად ვიდექი, ხან მსუბუქ ფორვარდად მათამაშებდნენ, რიგ შეხვედრებში ცენტრობაც დამაკისრეს და მსროლელადაც არცთუ იშვიათად მითამ,აშია.
   –  თავს ყველაზე კომფორტულად სად გრძნობდით?- უფრო, მაინც 4 ნომერზე. ამ ამპლუაში ჩემთვის ერთ ტაიმში თუნდაც 20 ქულის დაგროვება პრობლემას არ წარმოადგენდა.
– პირადი რეკორდი რამდენი ქულაა?- 36-42 ქულამდე ხშირად ვაგროვებდი, მაგრამ 50 და მეტი ქულა არასოდეს გამიკეთებია. ყოველთვის ვცდილობდი, გუნდზე მეთამაშა და ისეც არ ყოფილა, რომ მთლიანად გუნდს ჩემზე ეთამაშოს. შედეგი გუნდურ სულისკვეთებას მოჰქონდა და მე კი გუნდური მოთამაშე ვიყავი.
– ბატონო ლევან, ყველა დროის საუკეთესო ქართულ ხუთეულს ხომ ვერ დაგვისახელებდით?- სიმართლე გითხრათ, მიჭირს ხუთეულის დასახელება, რადგან ყველა თაობას ყჰავდა გამორჩეული მმოთამაშეები, ვარსკვლავებნი, ვის სანახავადაც ხალხი დარბაზებს ავსებდა. ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ცენტრი მაინც ზაზა ფაჩულია გახლავთ, რომელმაც მარტომ, ვინმეს დახმარების გარეშე გაიკვალა გზა მწვერვალისკენ. სხვა ძლიერი ცენტრებიც გვყოლია, მაგრამ ფაჩულია მაინც საუკეთესოა. მეოთხე ნომერზე კი დავაყენებდი გიორგი შერმადინს, რომელიც თავისი სიმაღლის მოთამაშისთვის ძალიან სწრაფი და მობილურია. შერმადინსა და ფაჩულიას დღევანდელ საქართველოს ნაკრებში საკმაოდ სახიფათო ტანდემის შექმნა შეუძლიათ. სამ ნომერზე ულაპარაკოდ ვლადიმერ უგრეხელიძეს მივანიჭებდი უპირატესობას, სათადარიგოებში კი ვლადიმერ ბოისას ვიყოლიებდი. ბოისა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია და ერთი-ერთზე ნებისმიერის აყვანა შეუძლია. ორ ნომერზეც დიდი კონკურენციაა, თუმცა, როდესაც ქართულ კალათბურთს ვიხსენებთ, თვალწინ ყოველთვის მიხეილ ქორქია გვიდგას და უძლიერეს ორ ნომრადაც მიშიკოს დავაყენებდი. ქორქიას შემდეგ აბათ, მაინც, მანუჩარ მარკოიშვილი მეყოლებოდა. მგონი, საკმაოდ სოლიდური ნაკრები გამოდის, არა? რაც შეეხება გამთამაშებლებს, მიმაჩნია, რომ ჩვენი, ანუ ძველი თაობის წარმომადგენლებიდან დღევანდელ კალათბურთში ბევრი ფიზიკურად დაიჩაგრებოდა, რის გამოც ჩემს იდეალურ ნაკრებში პირველ ნომრად გიორგი გამყრელიძე ან კოტე ტუღუში მეყოლებოდა.   
– კალათბურთით არ დაიღალეთ?- ვიღლები მხოლოდ მაშინ, როდესაც სეზონი დასრულებულია და არაფერს ვაკეთებ. ჩემთვის კალათბურთი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთო, ჩემს ცხოვრებაში კალათბურთი რომ არ ყოფილიყო, ან თუ გნებავთ, რომ არ იყოს.
– რაც “თბილავიამშენში” მუშაობთ, ყოველი სეზონის წინ თითქმის მთლიანად სახეშეცვლილი გუნდით გიწევთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. არ გიჭირთ?- რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც სეზონის დაწყებამდე თუნდაც ორი თვით ადრე ბოლომდე არ ხარ ჩამოყალიბებული და არ იცი, თუ ვინ გეყოლება გუნდში. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, “თბილავიამშენის” დღევანდელ შემადგენლობას სრულად შევინარჩუნებდი და მომავალი სეზონისთვის ერთ უკანახაზელსა და ერთსაც, სამ ნომერს დავიმატებდი. სხვა მხრივ, ეს შემადგენლობა მაწყობს.