ირანის ნაკრები თბილისშია

21 და 23 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, ირანის ახალგაზრდულ გუნდს შეხვდება, რომელიც თბილისში გუშინ ჩამოვიდა. 21 ივნისს შეხვედრა თბილისი “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგება, ხოლო 23 მაისის მატჩს კი სავარაუდოდ რუსთავი უმასპინძლებს.
ირანის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: უკანა ხაზი: მოჰამად ფელაჰატი, მაჰმად პანაჰი, რამინ ჰონარმანდი, ჩაჰრემან ომარი.
ფორვარდები: არსალამ ქაზერი, ემად სალმანი, ბაგერ გჰამარი, მეჰდი შირჯანგი, მოჰამად ამჯადი, სიროს აბდიპოორი, პოორია ქაზემი, სალიდ მოჰამადი, საჯად მირლოჰი, ეჰსან აფრიგანი, ჰესიენ იუსეფი.
ცენტრები: ფარბოოდ ფარმანი, რამთინ ზავეე, სორენ დირ ბოგოსიანი, ჰეშამ აბდოლაჰი.
მთავარი მწვრთნელი: რეზა ნორი.ასისტენტები: აეშინ რეზაპორი, მაჯიდ ჯალილი.ექიმი: მასუდ გჰორბანი.
დელეგაციაშია ირანელი რეფერი ამირ ჰოსინგ ვაჰედ პოორიც, რომელიც მინიმუმ ერთ საკონტროლო შეხვედრას იმსაჯებს.