ისევ ზაზა და შაკი

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” შინაურ კედლებში “ფინიქს სანზთან” 99:104 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი სახელოვან შაკილ ონილთან ჭიდილში 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
ტრავმირებული ალ ჰორფორდის არყოფნაში ფაჩულია კვლავაც ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში აღმოჩნდა და “ფილიპს არენაზე” შეკრებილი 19 ათასამდე ქომაგის თვალწინ თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.
ზაზამ 4-ვე საჯარიმო და 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 მოხსნა და 1 პასიც მოაგროვა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.
სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელმა 5 პერსონალური ფოლი მალევე მიიღო და “ჰოუქსის” მწვრთნელ მაი ვუდსონსაც მისი დასვენება მოუხდა.
მატჩის შემდეგ ვუდსონმა ისიც აღნიშნა, რომ ჰორფორდი მინიმუმ ორ მატჩს კიდევ გამოტოვებს, ეს კი, ფაჩულიას თავის გამოჩენის დამატებით შანსს აძლევს.
 “ატლანტა ჰოუქსს” 26 გამარჯვების წილ 17 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი შეინარჩუნა.
სამშაბათ დილით ფაჩულიას გუნდი მზიან ფლორიდას ეწვევა და “მაიამი ჰითს” გაეჯიბრება.
 

ზაზა ფაჩულიას დაფარებას შაკილ ონილი ლამობს