იტალიაში გამგზავრებამდე 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

იტალიაში გამგზავრებამდე 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში იტალიაში მიემგზავრება. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი იტალიაში 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 21-23 ივნისს ქართველები ქალაქ სანტ-ანჯელოში რუსეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ.
 

 
მეორე საერთაშორისო ტურნირი 28-30 ივნისს დომეჯი დი კადორეში გაიმართება, სადაც საქართველოსა და იტალიის ნაკრებებთან ერთად უკრაინისა და ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრებები ითამაშებენ.
 
20-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე A დივიზიონში ასპარეზობს. 9-დან 21 ივლისის ჩათვლით დავით უსტიაშვილის გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის პირველობაზე ითამაშებს. ჯგუფში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი  იქნებიან.
 
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მას-მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  
 
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დელეგაცია