ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც იტალიის ნაკრები თბილისის მერიის თასზე სათამაშოდ ჩამოვა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში დღეს მოსული წერილის თანახმად, იტალიელები თბილისში 16 კალათბურთელს ჩამოიყვანენ და მათ შორის ყველა ის მოთამაშეა, რომლებსაც საკალათბურთო მსოფლიო კარგად იცნობს.
დანილო გალინარი, მარკო ბელინელი და ანდრეა ბარნანი
იტალიის ნაკრებთან ერთად თბილისში სამივე ის კალათბურთელი ჩამოვა, რომლებიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში თამაშობენ: ანდრეა ბარნანი, მარკო ბელინელი და დანილო გალინარი. მერიის თასზე ითამაშებენ ცნობილი იტალიელი კალათბურთელები: პიეტრო არადორი, ალესანდრო ჯენტილე, დანიელ ჰაკეტი, ჯუზეპე პოეტა და სხვები.
საქართველოსა და იტალიის მატჩი თბილისის მერიის თასის ბოლო სათამაშო დღეს, 16 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.
იტალიის ეროვნული ნაკრები
მოთამაშე
სიმაღლე
გუნდი
პიეტრო არადორი
194
რეჯიო ემილია
ანდრეა ბარნანი
213
ბრუკლინი, აშშ, ნბა
მარკო ბელინელი
196
საკრამენტო, აშშ, ნბა
რიკარდო ჩერვი
214
აველინო
ანდრეა ჩინჩირინი
193
ემპორიო არმანი
მარკო კუზინი
211
ვანოლი
ლუიჯი დატომე
201
ფენერბაჰჩე, თურქეთი
ამადეო დელა ვალე
194
რეჯიო ემილია
დანილო გალინარი
205
დენვერი, აშშ, ნბა
ალესანდრო ჯენტილე
201
ემპორიო არმანი
დანიელ ჰაკეტი
197
ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი
ნიკოლო მელი
205
ბამბერგი, გერმანია
დავიდე პასკოლო
202
ტრენტო
ჯუზეპე პოეტა
191
ტრენტო
აჩილეპოლონარა
203
რეჯიო ემილია
ლუკა ვიტალი
201
ვანოლი
მწვრთნელთა შტაბი
სიმონე პიანიჯანი
მთავარი მწვრთნელი
ლუკა დალმონტე
ასისტენტი
მარიო ფიორეტი
ასისტენტი
მარკო ესპოზიტო
ასისტენტი