ჯეიკობ პულენი კარიერას იერუსალიმის “ჰაპოელში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი კარიერას ისრაელში გააგრძელებს. პულენმა იერუსალიმის „ჰაპოელთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების წევრს 2 არჩევანი ჰქონდა: ბელგრადის „პარტიზანი“ და იერუსალიმის „პარტიზანი“, რომელთაგან მან ეს უკანასკნელი აირჩია. ჯეიკობ პულენი იერუსალიმელებთან ერთად მომავალ სეზონში ევროთაზის გათამაშებაში იასპარეზებს.