დაიწყო იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფი, რომელშიც გიორგი შერმადინი და ჯეიკობ პულენი მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრების ორივე წევრის გუნდს მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა არ გააჩნია და ორივე მათგანმა სერია გასვლითი წაგებით დაიწყო.
მოგებასთან უფრო ახლოს ჯეიკობ პულენის „ენელ ბრინდისი” გახლდათ, რომელმაც რეჯიო ემილიაში ადგილობრივ გუნდთანნ მხოლოდ 2 ქულა დათმო – 76:78. პულენმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და 16 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ჯეიკობმა 6-დან 2 ორქულიანი, 10-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
რაც შეეხება შერმადინის გუნდს, „კანტუმ” სერიის პირველი შეხვედრა ვენეციაში, „უმანასთან” 70:79 დათმო. ართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. სტუმრებს 22 ქულით ამერიკელმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა ულიდერა.
მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩები 21 მაისს, ისევ ვენეციასა და რეჯიო ემილიაში გაიმართება.