უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კენ შილდსს ახალი ასისტენტი ჰყავს. ეს არის ჯეისონ სტაუდტი, რომელიც ამერიკაში საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი სპეციალისტია.
სტაუდტი ახალგაზრდაა, თუმცა უკვე საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული და როგორც თვითონ ამბობს, კიდევ ბევრს გააკეთებს.
“პირველ რიგში, მინდა გადავუხადო მადლობა მისტერ შილდსსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა.
ამ ნაკრებს ისედაც სოლიდური მწვრთნელები ედგნენ სათავეში და იმედი მაქვს, რომ ენთუზიაზმით, ჩემი გამოცდილებითა და კლათბურთის ჩემებური ხედვით საქართველოს ნაკრების არსენალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდი.
ძალიან კარგი მოთამაშეები გყავთ. ცხადია, პირველ რიგში ზაზა ფაჩულიას გამოვარჩევ, რომელიც პროგრესული და უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშეა.”