ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებული „კანტუ“, რომელსაც ევროლიგის ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს, მორიგ ტურში დამარცხდა. იტალიური გუნდი ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ სპირეოსში ესტუმრა და 61:86 დამარცხდა.
იტალიურ კლუბში მაღალ დონეზე მხოლოდ ვლადიმირ მიკოვი გაისარჯა, რომელმაც 34 წუთში 17 ქულა მოაგროვა, დანარჩენებს კი, მათ შორის ქართველ კალათბურთელებს თამაში დიდად არ წაუვიდათ. შერმადინმა მოედანზე 18:08 წუთი გაატარა და ოთხ ქულას 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
22:10 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა მარკოიშვილმა. მანუჩარმა 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ერთი შეცდომა დაუშვა, ოთხჯერ დაჯარიმდა, ხოლო მასზე ფოლი ორჯერ აიღეს. ”ოლიმპიაკოსის” რიგებში რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩა, ყველაზე კარგად კი ვასილისი სპანულისმა ითამაშა – 22 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი.
ცხრა ტურის შემდეგ A ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა. ოთხ გუნდს – “კახა ლაბორალს”, “ოლიმპიაკოსს”, ”ფენერბაჰჩესა” და ”კანტუს” 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა. ბოლო ტურში, რომელიც 22 დეკემბერს შედგება, ქართველთა კლუბი სტამბულის ”ფენერბაჰჩეს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავოს.
კახა ლაბორალი 5 4 730 688 14
ოლიმპიაკოსი 5 4 703 683 14
ულქერი 5 4 702 682 14
კანტუ 5 4 648 661 14
ბილბაო 4 5 699 683 13
ნანსი 3 6 669 754 12