JR.NBA-GBF ლიგის ფინალის ვიდეო-კოლაჟი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტი ჟღ.NBA-GBF ლიგა  ჩატარდა.„ჯუნიორ  NBA-GBF ლიგის“ ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. „ზაზასაკადემიამ“ საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხა და დაჯილდოვების ცერემონიალის ბოლოს საჩემპიონოთასი ნბა-ს საპატიო ელჩისგან – ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელისგან – მარკო მილიჩისგან ჩაიბარა.
ჟღ.NBA-GBF ლიგა სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს, ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი  ჩაერთო.