JR.NBA LEAGUE FIT: ახალი და საინტერესო მობაილ-პლატფორმა JR.NBA-ს ყველა წევრისთის

JR.NBA LEAGUE FIT: ახალი და საინტერესო მობაილ-პლატფორმა JR.NBA-ს ყველა წევრისთის

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო სპორტსმენებისთვის აუციებელია აქტიური ცხოვრების სახლის პირობებში გაგრძელება. ამ მხრივ აქტიურად მუშაობს JR.NBA, რომელმაც მთელი მსოფლიოს საკუთარი დიდი ოჯახის წევრებისთვის ახალი მობაილ-აპლიკაცია შექმნა. JR.NBA LEAGUE FIT გახლავთ პროგრამა, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული ლიგის ყველა წევრისთის – მწვრთნელებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკაუტებისთვის, მოთამაშეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. JR.NBA LEAGUE FIT ეხმარება მის მომხმარებლებს, იყვნენ აქტიურები, შეასრულონ სხვადასხვა სახის ვარჯიშები და სახალისო დავალებები, რომლებსაც ისინი აპლიკაციის საშუალებით მიიღებენ და ამ პროცესში პერიოდულად ჩართულები იქნებიან ნბა-ს მოთამაშეები და JR.NBA-ს ელჩები.

JR.NBA LEAGUE FIT ხელმისაწვდომი იქნება მობაილ-აპლიკაცია OWQLO-ზე. პროგრამა გათვლილია როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის. JR.NBA LEAGUE FIT-ს გააჩნია აქტივობების 2 ძირითადი მიმართულება. პირველი განკუთვნილია სახლის პირობებში (საძინებელში, მისაღებ ოთახში, შემოსასვლელში) საკალათბურთო აქტივობისთვის, ხოლო მეორე, მათთვის, ვისაც ეზოში ან ფარეხში საკალათურთო ფარი გააჩნია. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება როგორც სპორტული, ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, ისე სოციალური აქტივობისთვის. JR.NBA LEAGUE FIT-ის მომხმარებლებს სოც-ქსელებში საკუთარი ვიდეოების განთავსება, ასევე ერთმანეთის გამოწვევა შეეძლებათ. ასეთ დროს JR.NBA-ს რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა გამოიყენონ ჰეშთეგი #JrNBALeagueFIT და თეგი @NBAEurope.

აპლიკაციის ჩამოსაწერად გამოიყენეთ წარმოდგენილი შესაბამისი ბმულები:    ანდროიდისთვის      IOS-ისთვის