კაფე “მსოფლიო სპორტში” საქართველოს კადეტთა ნაკრების პრეზენტაცია შედგა. შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან ჩვენი ნაკრები ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში, სადაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იტალია და საკმაოდ ძლიერი სლოვენიის ნაკრებები ეყოლება.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის თქმით, მისი გუნდის მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო მისმა ასისტენტმა გია კაზანჯიანმა კი აღნიშნა, ჩვენი ნაკრების მთავარი პლუსი ბრძოლისუნარიანობა არისო.
მწვრთნელების თქმით, მოთამაშეებმა კაპიტნად ტატო თავართქილაძე აირჩიეს, რომელიც ამ გუნდში ერთადერთია, ვისაც წინა ჩემპიონატზე (B დივიზიონი) აქვს ნათამაშები.
კადეტთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა
ტატო თავართქილაძე (აკადემია) 16.02.1991 193 სმლუკა ჭოხონელიძე (მართვე) 16.04.1991 192 სმგიორგი ხეთაგური (აკადემია) 04.04.1991 196 სმლევან სულაბერიძე (აკადემია) 12.02.1991 208 სმდავიტ იოსელიანი (მართვე) 09.05.1991 205 სმთორნიკე შენგელია (მართვე) 05.10.1991 198 სმგიორგი ალანიძე (თსუ) 02.03.1991 198 სმგივი ბაქრაძე (კონსტანტა) 26.05.1991 184 სმმერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია) 27.02.1992 192 სმბექა ჩიკვილაძე (თსუ) 12.02.1991 195 სმაკაკი დვალიშვილი (აზოტი) 14.02.1991 203 სმირაკლი მაღლაკელიძე (მართვე) 29.01.1991 189 სმ
საქართველოს ნაკრების ტურნირის კალენდარი20 ივლისი23:15 საქართველო – ესპანეთი21:00 იტალია – სლოვენია
21 ივლისი21:00 საქართველო – იტალია23:25 სლოვენია – ესპანეთი
22 ივლისი21:00 იტალია – ესპანეთი23:15 საქართველო – სლოვენია