საქართველოს კადეტთა ნაკრები გუშინ იტალიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შემოვლითი გზით გაემგზავრა. ქვეყანაში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო ჩვენი 16-წლამდელები თბილისის აეროპორტიდან ვერ გაფრინდნენ იტალიაში და ამის გასაკეთებლად მეზობელ აზერბაიჯანს მიაშურეს. გელა წულაძის გუნდი გუშინ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა და მიკროავტობუსებით ბაქოსკენ აიღო გეზი.
კადეტთა ნაკრების წევრები ბაქოში გამგზავრებამდე
ჩვენი კადეტები უკვე ხვალ ჩაებმებიან ევროპის ჩემპიონატში: გელა წულაძის გუნდის პირველი მეტოქე ისრაელი იქნება. ქართველი 16-წლამდელების მთავარი მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა და საამისოდ ისინი სათანადოდ არიან მომზადებულნი. კადეტებმა საერთაშორისო ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა ესპანეთსა და თურქეთში, ხოლო სულ ახლახანს ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამი საკონტროლო მატჩი გამართეს: მასპინძლებთან მოგებ-წაგება გაცვალეს, ხოლო ფინელ თანატოლებთან დამარცხდნენ.
კადეტები იტალიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
უკანახაზელები:გიორგი ტეტელაშვილი (ნიკეა), შალვა კაკაურიძე (დინამო), მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია), დავით გურაბანიძე (ენერჯი-ინვესტი), ირაკლი ჩერქეზიშვილი (ენერჯი-ინვესტი), სერგი მელაძე
ფორვარდები: ნოდარ თენეიშვილი (ბათუმი), ნიკა მაღრაძე (ენერჯი-ინვესტი), ლევან ელიაძე (ბათუმი), კახა მუმლაძე (მეგა), გოგა ჯავახიშვილი (აკადემია), ნოდარ შარაბიძე (თსუ)
ცენტრი: ირაკლი ალხანაიძე (დინამო).
მთავარი მწვრთნელი: გელა წულაძე
ასისტენტები: გია კაზანჯიანი, გიორგი ტეტელაშვილი
ექიმი: ბიძინა ჯაგაშვილი
საქართველოს ჯგუფში ისრაელთან ერთად არიან საფრანგეთისა (16 აგვისტოს ვეთამაშებით) და რუსეთის (17 აგვისტო) ნაკრებები. დანარჩენი ჯგუფები კი ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: იტალია, სერბეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი
B ჯუფი: ესპანეთი, უკრაინა, ლიტვა, უნგრეთი
C ჯგუფი: ხორვატია, პოლონეთი, ლატვია,თურქეთი
მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადის, რომლებიც ავტომატურად ინაღდებენ ელიტაში დარჩენას, ხოლო ბოლო ადგილებზე გასული 4 გუნდი A დივიზიონის 2 საგზურისთვის ერთმანეთში იბრძოლებს.