წაგებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატზე თამაში საქართველოს კადეტთა ნაკრებმა, რომელიც სადებიუტო შეხვედრაში, ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში ესპანეთთან 53:82 დამარცხდა.ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზეც ასევე 6 ჩაჭრა, 5 მოხსნა და 2 დაფარება იყო. ესპანელებმა პირველივე ნახევარში მოიპოვეს დიდი უპირატესობა და 21 ქულით გავიდნენ წინ, დარჩენილ დროში კი მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო განავრცეს.ამავე ჯგუფში იტალიამ სლოვენიას 62:51 (15:13, 16:12, 14:14, 17:12).მომდევნო შეხვედრაში მიხეილ კობეშავიძისა და გია კაზანჯიანის ნაკრები იტალიელებს დაუპირისპირდება.
ესპანეთი – საქართველო 82:5324:12, 18:9, 20:21, 20:11საქართველო: შენგელია (18 ქ. 6 ჩ. 5 მ. 2 დ. 1 პ), ჭოხონელიძე (7 ქ. 3 მ), ჩიკვილაძე (7 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ), თავართქილაძე (6 ქ. 6 მ. 5 პ. 1 დ), ბოქოლიშვილი (4 ქ. 1 პ), ელანიძე (3 ქ. 5 მ), იოსელიანი (2 ქ. 6 მ. 1 ჩ. 1 დ), ბაქრაძე, მაღლაკელიძე, სულაბერიძე.
1. ესპანეთი 1:0 +292. იტალია 1:0 +113. სლოვენია 0:1 -114. საქართველო 0:1 -29