თორნიკე შენგელია კვლავ საუკეთესო იყო
მეორე მატჩიც დათმო ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე კადეტთა ევროპის ცემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა. მიხეილ კობეშავიძისა და გია კაზანჯიანის ნაკრები ესპანეთთან წაგების მერე იტალიასთანაც დამარცხდა. ჩვენებმა შეხვედრა 56:88 დათმეს.საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩის დარად, ყველაზე შედეგიანი ამჯერადაც თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც თამაშიდან 15-ში 7 სროლა შეასრულა ზუსტად. საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი 23-ჯერ (!) მოხსნა, თუმცა კობეშავიძის გუნდი ძალიან ცუდად ასრულებდა “ცოცხალ” სროლებს და ეს უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ვერ ასახა. საქართველო – იტალია 56:8817:30, 9:9, 11:27, 19:22საქართველო: შენგელია (17 ქ. 6 მ. 3 პ. 1 ჩ), ელანიძე (12 ქ. 4 მ), თავართქილაძე (8 ქ. 2 ჩ. 2 დ. 1 პ), ჩიკვილაძე (6 ქ. 6 მ. 4 ჩ), დვალიშვილი (4 ქ. 6 მ. 2 ჩ. 1 პ), ბაქრაძე (4 ქ), იოსელიანი (3 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ჩ), ჭოხონელიძე (2 ქ. 1 მ), სულაბერიძე, მაღლაკელიძე, ბოქოლიშვილი.
სლოვენია – ესპანეთი 72:81 ო.ტ.19:17, 18:23, 12:14, 16:11, 7:16
სატურნირო მდგომარეობა1. იტალია 2:02. ესპანეთი 2:03. სლოვენია 0:24. საქართველო 0:2
დღეს21:00. ესპანეთი – იტალია23:15. საქართველო – სლოვენია