კადეტებმა სტამბოლიდან 1 გამარჯვება ჩამოიტანეს

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები თურქული შეკრებიდან 1 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაბრუნდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კადეტებმა ქალაქ სტამბოლში 4 სპარინგ–მატჩი გამართეს და მეტოქეთაგან მხოლოდ „დარუშაფაკას“ (19 ქულით) სძლიეს.
ქართველებმა 18 ქულით დათმეს შეხვედრა „ეფეს პილსენის“ 16–წლამდელთა გუნდთან, ხოლო „გალათასარაის“ თანატოლებთან მხოლოდ ქულა დათმეს. კაზანჯიანის შეგირდები ასაკით უფროსებსაც გაეჯიბრნენ: სტამბოლის უნივერსიტეტის 18–წლამდელთა გუნდთან 2 ქულის სხვაობით წააგეს და საქართველოში დაბრუნდნენ.
ჩვენი 16–წლამდელები B დივიზიონში არიან და აგვისტოს დასაწყისიდან ესტონეთის დედაქალაქ ტაქლინში უწევთ თამაში, სადაც მეტოქეებად ბელგია, ლუქსემბურგი, რუმინეთი და სლოვენია ეყოლებათ.