კალათბურთის აკადემიის დარბაზში ვარჯიში დაიწყო საქართველოს კადეტთა ნაკრებმა, რომელიც 20 ივლისიდან კრეტაზე (საბერძნეთი) გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ნაკრებს მიხეილ კობეშავიძე ჩაუდგება სათავეში, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი შეცვალა. მისი ასისტენტი გია კაზანჯიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს საბერძნეთში ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის (20.07), იტალიისა (21.07) და სლოვენიის (22.07) ნაკრებების წინააღმდეგ თამაში მოუწევს.
ამჟამად ნაკრები ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობს: ტატო თავართქილაძე (აკადემია), გიორგი ვაშაყმაძე (მართვე), თორნიკე შენგელია (მართვე), გიორგი ელანიძე (თსუ), გიორგი გლოველი (მართვე), გივი ბაქრაძე (კონსტანტა), მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია), ბექა ჩიკვილაძე (თსუ), აკაკი დვალიშვილი (აზოტი), ირაკლი მაღლაკელიძე (მართვე), დავით იოსელიანი (მართვე), ლევან სულაბერიძე (აკადემია), გიორგი ხეთაგური (აკადემია) და ლუკა ჭოხონელიძე (მართვე).