საქართველოს კადეტთა (16–წლამდელთა) ნაკრები ხვალ გამთენიისას უკრაინაში მიემგზავრება, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავს. გია კაზანჯიანის გუნდის მეტოქე სამივე მატჩში უკრაინის 16–წლამდელთა ნაკრები იქნება. შეხვედრები კიევში 9, 10 და 11 ივლისს გაიმართება.
ქართველი კადეტები 15 ივნისიდან ვარჯიშობენ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში. თავდაპირველად კაზანჯიანმა 20 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან ვარჯიშების შემდეგ 14 დაიტოვა და სწორედ ამ შემადგენლობით მიემგზავრება კიევში.
უკანახაზელები: ოთარ ფხაკაძე (51–ე სკოლა), ირაკლი მიქელაძე (ბათუმი), ბექა ღუდუშაური (მართვე 1), რეზო როგავა (მართვე 4), ნიკა რამიშვილი (ბათუმი), სანდრო მეგენეიშვილი (51–ე სკოლა)
ფორვარდები: გიორგი ამირხანაშვილი (აკადემია), ლევან ლოლიშვილი (მართვე 4), გელა გულმაგარაშვილი (მართვე 1), გეგა მესხი (მართვე 3), ნოდარ მესხი (ქუთაისი)
ცენტრები: გიორგი ღვალაძე (აკადემია), ბექა ბურჯანაძე (მართვე 1), ლერი კვანტალიანი (აკადემია)
მთავარი მწვრთნელი – გია კაზანჯიანი
ასისტენტი – არჩილ ჟღენტი
ექიმი – დავით ხარაბაძე
უკრაინული მატჩები არის ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) მოსამზადებელი ეტაპი. გია კაზანჯიანის გუნდს მთავარი გამოცდა 6–16 აგვისტოს ელის, როცა პორტუგალიაში A დივიზიონში ანაცვლების მოსურნე გუნდებთან მოუწევს ბრძოლა. ჯგუფში ქართველათა მეტოქეები იქნებიან ფინეთის, დანიის, ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებები. ელიტაში ის 2 გუნდი აინაცვლებს, რომელიც პორტუგალიური საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გავა.
კადეტთა ნაკრებმა დღეს ღია ვარჯიში გამართა, რმელსაც პრესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენი 16-წლამდელები კიევში ამაღამ, 4 საათზე მიემგზავრებიან.