კახეთის 14 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში პირეველი წრე დასრულდა

კახეთის 14 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში პირეველი წრე დასრულდა

კახეთის რეგიონში საკალათბურთო ჩემპიონატი 2 ასაკში მიმდინარეობს. დასრულდა პირველი წრე, რომელმაც ლიდერები გამოკვეთა. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონის მასშტაბით ერთიანი ჩემპიონატი აქამდე არასდროს გამართულა.
18-წლამდელთა ჩემპიონატში კახეთის რეგიონის 6 რაიონის გუნდი მონაწილეობს. შექმნილია 2 ჯგუფი, რომლებსაც ყვარლისა და გურჯაანის წარმომადგენლები ლიდერობენ.
14-წლამდელთა ჩემპიონატში 4 გუნდი ასპარეზობს – „თელავი“, „ახმეტა“, „ლაგოდეხი“ და „გურჯაანი“. ცხრილში პირველ ადგილზე თელაველები არიან, რომლებმაც პირველი წრის სამივე მატჩი მოიგეს, შემდეგ კი ახმეტელები, ლაგოდეხელები და გურჯაანელები მოდიან.
მცირე შესვენების შემდეგ კახეთის 14 და 18-წლამდელთა ჩემპიონატები განახლდება, ხოლო აპრილის თვეში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება და პირველობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება.