საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით, 1 აპრილს, 11:15 საათზე, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის მოთამაშეები, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად აუტისტური სპექტრის მოზარდებს თბილისის პარასპორტის განვითრების ცენტრის სპორტულ კომპლექსში ესტუმრებიან.
მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC) ადვოკატირებით , აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობით , 2016 წლის 30 ოქტომბერს, პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა კალათბურთის სექცია.
როგორც ცნობილია, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის სპორტით დატვირთვა აუცილებელია მათი ფიზიკური და მენტალური უნარების განვითარებისთვის. მათ შორის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალათბურთში მომზადებას, რომელიც შშმ ბავშვებში ავითარებს სხეულის ფლობის, გუნდური მოქმედების, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
ორგანიზაცია ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს შშმ ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათთვის საჭირო განმავითარებელი სერვისების დაფუძნებასა და სისტემატიზირებულ ჩამოყალიბებაზე.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს კოორდინაციას უწევენ, ურთიერთობის გაგრძელებას და გარღმავებას გეგმავს.