კალათბურთელთა ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად, ზაზა ფაჩულია კი ლეგიონერად აღიარეს

კალათბურთელთა ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად, ზაზა ფაჩულია კი ლეგიონერად აღიარეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის საუკეთესო გუნდია!
ეს აღიარება ჩვენს ნაკრებს სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტროს წლის შემაჯამებელ დაჯილდოვებაზე ერგო. ქვეყანაში სპორტის მმართველმა ორგანომ საქართველოს ნაკრებს ევროპის შესარჩევ ტურნირში წარმატებული ასპარეზობა დაუფასა და ქვეყნის საუკეთესო გუნდად დაასახელა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გასულ წელს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადაც მონტენეგროსთან, სლოვაკეთთან და ალბანეთთან იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
26 დეკემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წლის შემაჯამებელი გალა-დაჯილდოვება გაიმართა, სადაც საუკეთესო გუნდისთვის განკუთვნილი ჯილდო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ პარლამენტის წევრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარა.
კალათბურთელების წარმატება ამით არ შემოფარგლულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია წლის საუკეთესო ქართელ ლეგიონერად დაასახელეს. ეს პრესტიჟული ტიტული ზაზამ უკვე მეორედ მოიგო. ფაჩულიამ ეს აღიარება მსოფლიოს უძლიერეს საკალათურთო ლიგის კლუბებში – „დალას მავერიკსში“ და „გოლდენ სტეიტში“ შედეგიანი ასპარეზობით დაიმსახურა. კალათბურთელი საქართველოში არ იმყოფება და საუკეთესო ლეგიონერისთვის განკუთვნილი პრიზი ზაზას დედამ, ქალბატონმა მარინამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძისგან ჩაიბარა.