კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამძიმარი
GBF
2021-04-20
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი კალათბურთელი, სპორტსაზოგადოება “ბურევესტნიკის” ნაკრებისა და საქართველოს ნაკრების წევრი, წლების მანძილზე თბილისის “დინამოს” წამყვანი მოთამაშე, იური პულავსკი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თანაუგრძნობს იური პულავსკის ოჯახის წევრებსა და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.