კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამძიმარი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, არაერთი თაობის აღმზრდელი თამაზ ოქრუაშვილი, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული კალათბურთის განვითარებაში.

პანაშვიდი – 2-3 დეკემბერი მისამართზე ვერა, ხორავას ქ. N8.

გამოსვენება – 4 დეკემბერი, ლურჯი მონასტრიდან(ვერის ბაღი,ლ.ქიაჩელის N25) 14:00 საათზე.