კალათბურთის ფედერაციის დისციპლინარებმა სანქციები გამოიტანეს

გასულ დღეებში კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა სადისციპლინო–ტექნიკური კომისიის რამდენიმე სხდომა, რომლებლმაც სუპერლიგისა და საქართველოს 18–წლამდელთა ჩემპიონატის სხვადასხვა მატჩებში მომხდარი ინციდენტების შესახებ ფინანსური და ადმინისტრაციული სასჯელები გამოიტანა.
 
1) 8 მარტს სუპერლიგის მე–15 ტურის მატჩში („ავიამშენი“–„დინამო“ ) დინამოელთა მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილს მსაჯთან კამათის გამო დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. სადისციპლინო–ტექნიკურმა კომისიამ ცაგარეიშვილს ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა და ჯარიმის სახით დააკისრა 100 პირობითი ერთეული (დოლარი).
 
2) 18–წლამდელთა ჩემპიონატის 10 მარტს გამართულ მატჩში (მართვე 1 – აკადემია)  მეტოქეებს შორის (რაჟდენ დაბრაიძე და დავით სანაია) მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც ორივე გუნდი სრული შემადგენლობით ჩაერთო.
ფედერაციაში გამოტანილი სანქციის თანახმად ჩხუბის მოთავეებს – დარბაიძესა და სანაიას 3–3 თამაშით დისკვალიფიკაცია დაეკისრათ.
 
3) სუპერლიგის მე–15 ტურში, „ავიამშენი“ „ენერჯი–ინვესტს“ რომ ხვდებოდა, რუსთაველთა უკანახაზელმა დავით არწივიძემ მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური შენიშვნა მიიღო, რაზეც უხეში რეაგირება ჰქონდა და მსაჯისგან დისკვალიფიკაციაც მიიღო. ფედერაციის დისციპლინარებმა არწივიძეს 2 მატჩის გამოტოვება გამოუწერეს და 100 პირობითი ერთეულით დააჯარიმეს.