დღეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომელიც ეროვნული ნაკრების საკითხებს შეეხო. მედიის წინაშე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი დავით ნამგალაური, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი მერაბ რატიშვილი და ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი წარსდგნენ. გთავაზობთ აღნიშნული ღონისძიების პრეზ-რელიზს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვაში გასამართ (31 აგვისტო – 18 სექტემბერი) ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების შეკრება თბილისში, 1 ივლისს დაიწყება. ავთანდილ ბერიძისა და დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ნაკრები ფიზიკურ მომზადებას გაივლის, რის შემდეგაც, 24 ივლისიდან, ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეკრებას მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გააგრძელებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნაკრებისთვის შემუშავებული აქვს შემდეგი მოსამზადებელი გეგმა:
• 24 ივლისი – 4 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია
• 30 და 31 ივლისი – საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ავსტრია-საქართველო
• 5-7 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ტალინში, ესტონეთი, მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA- ს კლუბი
• 8-11 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია
• 12-14 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ალმერეში, ჰოლანდია, მონაწილეობენ: საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA- ს კლუბი
• 15-20 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება თბილისში
• 16 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველო-ისრაელი, თბილისის სპორტის სასახლე
• 22 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, რიგა, ლატვია
• 24 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, შაულიაი, ლიტვა
• 27 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო, ვილნიუსი, ლიტვა
• 28-30 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში, ლიტვა
ბესიკ ლიპარტელიანი
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოვებული, 18–კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ 14 მოთამაშეს შეარჩევს. საქართველოს ნაკრები მზადებას თბილისში დაიწყებს და 24 ივლისიდან ავსტრიაში შეიკრიბება. იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე მთლიანობაში 12 საკონტროლო მატჩს გამართავს. აქვე გთავაზობთ ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატის კალენდარს:
კლაიპედა, 31 აგვისტო
ბელგია – საქართველო 15:30
კლაიპედა, 1 სექტემბერი
საქართველო – რუსეთი 18:00
კლაიპედა, 3 სექტემბერი
სლოვენია – საქართველო 18:00
კლაიპედა, 4 სექტემბერი
საქართველო – უკრაინა 15:30
კლაიპედა, 5 სექტემბერი
ბულგარეთი – საქართველო 15:30
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა