ხვალიდან, 21 ივლისიდან, დაიწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირის ბილეთების გაყიდვა. თბილისის სპორტის სასახლის სალარო 11 საათიდან გაიღება და გულშემატკივრებს სამივე სათამაშო დღის ბილეთების ყიდვა შეეძლებათ.
23 ივლისი
უკრაინა – ბელარუსი 15:30
საქართველო – რუმინეთი 18:00
24 ივლისი
უკრაინა – რუმინეთი 15:00
საქართველო – ბელარუსი 18:00
25 ივლისი
რუმინეთი – ბელარუსი 15:00
საქართველო – უკრაინა 18:00
ბილეთს დატანებული აქვს დამცავი ჰოლოგრამა, რომელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში სპეციალური დაცვა გააკონტროლებს.
29 ივლისიდან კი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბილეთების გაყიდვა დაიწყება და ასევე შესაძლებელი იქნება საქართველოს ნაკრების ოთხივე საშინაო მატჩის ბილეთის ერთიანად შეძენა. ამ მატჩების ბილეთებსაც ექნება დამცავი ჰოლოგრამა.
ევროშესარჩევი მეტოქეები ამ თანმიმდევრობით ჩამოვლენ თბილისში:
2 აგვისტო
საქართველო – პოლონეთი
11 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია
20 აგვისტო
საქართველო – ბელგია
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი