კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

გუშინ, 17 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელმაც საანგარიშო ყრილობის ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი დაამტკიცა.
 
– გამგეობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა 25 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, 15 საათზე გაიმართება.
 
– დღის წესრიგი:
1) საანგარიშო პერიოდის ანგარიში;
2) საორგანიზაციო საკითხები;
3) სხვადასხვა