კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი ნატურალიზებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით

კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი ნატურალიზებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით

იმ ამერიკელი კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ, ცნობილია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების თავკაცთან ერთად არაერთი კანდიდატურა განიხილა და საბოლოოდ არჩევანი ამ მოთამაშეებზე შეაჩერა: ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი.
 
ორივე კალათბურთელს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. უკანახაზელ ტორინ გრინს კი ნბა–ს გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს – ის 2007–08 წლებში „პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში“ და „დენვერში“ თამაშობდა. რაც შეეხება ამპლუით ფორვარდ ქუინტონ ჰოსლის, ის ამერიკის სტუდენტური ლიგის შემდეგ, 2007 წლიდან ევროპაში თამაშობს, საიდანაც გამოსარჩევია მისი გამოსვლა ესპანეთის გრანდ მადრიდის „რეალში“ 2008–09 წლების სეზონში, სადაც ჰოსლი საშუალოდ 7 ქულას და 3,5 მოხსნას აგროვებდა. ამავე სეზონში ის ევროლიგაშიც ეხმარებოდა მადრიდელებს – საშუალოდ 8,6 ქულა და 3,2 მოხსნა.
 
 
        ტორინ გრინი  
 
დაიბადა: 1985 წლის 28 ნოემბერს
სიმაღლე: 183 სმ
პოზიცია: მსროლელი-გამთამაშებელი
კლუბი: აეკ (ათენი, საბერძნეთი)
 
 
კარიერა:
 
2004-2007: ფლორიდის უნივერსიტეტი (NCAA)
2007 წლის დრაფტში 52-ე ნომრად აიყვანა პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა (ნბა)
2007-2008: პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი (ნბა), დენვერ ნაგითსი (ნბა). ჯამში ითამასა 17 მატჩი
2008-2009: კაი სარაგოსა (ესპანეთი)
2009-2010: აეკ (ათენი, საბერძნეთი): 23 მატჩი; საშუალოდ: 15,1 ქულა; 2,9 მოხსნა; 3,6 პასი; 1,4 ჩაჭრა. 3-ქულიანების პროცენტი: 38,6 (140-დან 54)
 
2007, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა ნბა-ს საზაფხულო ლიგებში (პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი; დენვერ ნაგითსი; ჩიკაგო ბულზი)
 

ტორინ გრინი “პორტლენდის” მაისურით
 
 
 
 
       ქუინტონ ჰოსლი
 
დაიბადა: 1984 წლის 25 მარტს
სიმაღლე: 198 სმ
პოზიცია: მსროლელი-ფორვარდი
კლუბი: ალიაღა პეტკიმი (იზმირი, თურქეთი)
 
კარიერა:
 
2005-2006: უნივერსიტეტი ფრესნო სტეიტი (NCAA)
2007-2008: პინარ ქარშიაქა (თურქეთი)
2008-2009 (იანვარი): რეალი (მადრიდი, ესპანეთი). ესპანეთის ჩემპიონატში: 21 მატჩი; საშუალოდ: 7,0 ქულა; 3,5 მოხსნა. ევროლიგაში: 13 მატჩი; საშუალოდ 8,6 ქულა; 3,2 მოხსნა.
2009 (იანვარი-მაისი): გალათასარაი (თურქეთი)
2009-2010: ალიაღა პეტკიმი (იზმირი, თურქეთი): 28 მატჩი; საშუალოდ: 18,1 ქულა; 8,0 მოხსნა; 4,0 პასი; 2,6 ჩაჭრა
2007 და 2009 წლებში მონაწილეობდა ნბა-ს საზაფხულო ლიგებში (მინესოტა ტიმბერვულვზი; დალას მავერიქსი)
 

ევროლიგა 2008–09. “რეალი” – “ბარსელონა” . ქუინტონ ჰოსლი (ბურთით)
და ბარსელონელი ჯანლუკა ბაზილე