კალათბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურის განცხადება

ხვალ, 10 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სპორტის სასახლეში საღამოს 6 საათზე ივარჯიშებს, რომლის დაწყებამდეც ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ნაკრების მწვრთნელებსა და მოთამაშეებს გაესაუბრნონ.
 
ჟურნალისტებისთვის სპორტის სასახლის კარი 17 საათსა და 45 წუთიდან გაიღება.