საქართველოს ნაკრები 23–25 ივლისს „თბილისის მერიის თასზე“ 3 მატჩს (უკრაინასთან, რუმინეთთან და ბელორუსთან) გამართავს, ხოლო 2–დან 29 აგვისტომდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 4 მატჩს (პოლონეთი, ბელგია, პორტუგალია, ბულგარეთი) უმასპინძლებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იწყებს იმ განცხადებების მიღებას, რომელთა საფუძველზეც ჟურნალისტებისთვის გაიცემა ამ მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციები.
განცხადებები მიიღება საინფორმაციო საშუალების ტიტულიანი ბლანკით, სადაც უნდა იყოს მითითებული იმ კორესპონდენტთა გვარ–სახელები, რომლებსაც სურთ აკრედიტაციის მიღება. განცხადების პარალელურად აკრედიტაციებისთვის მოწოდებულ უნდა იქნას კორესპონდენტების ფოტოსურათი (3×4). განცხადება უნდა დაიწეროს კალათბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი პერტაიას სახელზე.
თუკი აკრედიტაციის მიღების მსურველთა რაოდენობა გადააჭარბებს სპორტის სასახლის პრეს–ლოჟაში არსებული ადგილების რაოდენობას, პრიორიტეტი მიენიჭებათ:
– საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერებს;
– სპორტულ საინფორმაციო საშუალებებს.
განცხადებები მოგვაწოდეთ კალათბურთის ფედერაციაში. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა, ან გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: irakli@gbf.ge, pertaiairakli@yahoo.com