კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ზაბახიძეს გარდაეცვალა დედა და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი. მისამართი: ყიფშიძის ქუჩა #7
გამოსვენება: წერეთლის გამზირზე მდებარე დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან – ხუთშაბათს, 1 ივნისს, 14:00 საათზე.