კალათბურთის სამოყვარულო ლიგა AllStar –ის მატჩს გამართავს (ვიდეო)

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა AllStar –ის მატჩს გამართავს (ვიდეო)

3 აპრილს სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელებმა  „AllStar” -ის  მატჩთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრაზე ტურნირის ორგანიზატორებმა ლიგის მონაწილე გუნდებს გააცნეს „AllStar” -ის მატჩში მონაწილეობის პირობები.

მატჩი გაიმართება 27 აპრილს 15:00 საათზე დინამოს საკალათბურთო ბაზაზე.
„AllStar”-ის პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო აქცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში პარა-კალათბურთის განვითარების ხელშეწყობას.
გაიმართება მატჩი სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან  სამოყვარულო ლიგის კალათბურთელები და პარა-კალათბურთელები.
აქციის ფარგლებში ასევე გაიხსნება საბანკო ანგარიში და ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა სურვილისამებრ გადარიცხოს თანხა, რომელიც მომავალში მოხმარდება პარა-კალათბურთის განვითარებას, რაც გულისხმობს პარა-კალათბურთელების სისტემატიური ვარჯიშებისათვის საჭირო პირობების შექმნას.
ასევე აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო ლიგის პლეი-ოფში გასულ გუნდებს მიეცემათ უფლება 16 კაციან განაცხადებს დაამატონ კიდევ ერთი მე-17 მოთამაში, ამ მოთამაშის დამატების სიმბოლური საფასური იქნება 200 ლარი, რომელიც პირდაპირ ჩაირიცხება საქველმოქმედო ანგარიშზე და მოხმარდება პარა-კალათბურთის განვითარებას.