“კარდინალი–ორბი” ისევ დაუმარცხებელია

“კარდინალი–ორბი” ისევ დაუმარცხებელია

14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურის მატჩებს ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. ,,ბასტიონმა“ შინ ,,ქუთაისი“ მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 49:99 მარცხი განიცადა.
 ქუთაისელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს  მასპინძლებს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ,,ბასტიონს“ ყველაზე მეტი13 ქულა ნიკა ჭიჭვეიშვილმა შესძინა, ხოლო ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ორი მოთამაშე გამოირჩა. მურად მერკვილაძემ 16 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო რომან ლაღიძემ – 12 ქულა და 23 მოხსნა.
,,გორისა“ და ,,კარდინალის“ დაპირისპირება ,,კარდინალის“ მოგებით დასრულდა, ანგარიშით -56:46. შეხვედრის პირველი ტაიმი ,,კარდინალის“ მცირე უპირატესობით წარიმართა, რომელიც ტაიმის ბოლო 5 ქულით გავიდა წინ. მესამე მეოთხედში ,,გორი“ გააქტიურდა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (37:39), თუმცა დასკვნით მეოთხედში მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყო და მარცხი განიცადა. ,,კარდინალს“ ორმაგი დუბლით ნიკა ლოლიშვილმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო ,,გორის“ მხრიდან 11ქულითა და 25 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკა დარბაიძის ანგარიშზეა.
ტურის დასკვნით მატჩში ,,მარნეული“ ,,კომაროვთან“ 24:81 განადგურდა. ,,კომაროვის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ოთხმა მოთამაშეშემ შეასრულა: აკაკი ნაცლიშვილმა (18ქ.10მ), ლევან გაფრინდაშვილმა (11.ქ25მ), ირაკლი იშხნელმა (13ქ.17მ) და ჯაბა ბარათელმა (19ქ.18მ). მარნეულის გუნდს კი 8-8 ქულა გიორგი ბარბაქაძემ და გიორგი ბოჭორიძემ შესძინეს.
სრული სტატისკიკა იხილეთ ამ ბმულზე: http://www.superleague.ge/u-14/?uin=739&lang=ge