კაზანჯიანის გუნდი ნახევარფინალში “ბურსას” შეხვდება

საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი 2 გამარჯვების შემდეგ „თოფაშთან“ 61:67 წააგო და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა.
გია კაზანჯიანის გუნდს მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბოლქვაძე, რომელიც წინა მატჩებში საუკეთესო იყო და „თოფაშთანაც“ ეიმედებოდათ მწვრთნელებს მისი. მატჩის წინ, გახურებისას, ბოლქვაძეს ბეხი ასტკივდა, თუმც ნაკრების თავკაცებმა მას მაინც მისცეს შანსი, მაგრამ ბოლქვაძემ თამაში ვერ შესძლო.
ქართველები მაინც გაუძალიანდნენ „თოფაშს“ და საბოლოოდ 6 ქულით წააგეს. ნახევარფინალში კაზანჯიანის გუნდი მეორე ჯგუფის გამარჯვებულ „ბურსას“ შეხვდება. მატჩი დღეს, 21 მაისს გაიმართება.