ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის წყვილები ცნობილია. საბერძნეთმა დრამატულ, 2-ოვერტაიმიან ჯახში დათმო შეხვედრა ხორვატიასთან, რითაც პლეი ოფის ბოლო საგზური ესპანეთმა მიიღო. გაიგეს რა, რომ მეოთხედფინალში გავიდნენ, ესპანელებმა იტალიასთან მატჩი მშვიდად ითამაშეს, თუმცა პლეი ოფში ასევე გასულმა მეტოქემ პირინეელებს დიდი ბრძოლა გაუმართა და ოვერტაიმში სძლია. იტალია – ეპანეთი 86:81.
რაც შეეხება ხორვატიას, გუნდმა, რომელმაც საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო წამებზე, გაჭირვებით – 77:76 დაამარცხა, მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ შედეგიანობამ ხორვატებს მეოთხეფინალში სხვებთან შედარებით სასურველი მეტოქე – უკრაინა არგუნა.
ხორვატებისგან საბერძნეთის ძლევამ ცხადი გახადა, რომ სლოვენია პირველ ადგილზე ვეღარ გავიდოდა, თუმცა ამით ვერ გამართლდება მასპინძლების უსუსური თამაში ფინეთთან. სკანდინავიელებს პლეი ოფში გასვლის შანსი არ ჰქონდათ, თუმცა სლოვენიასთან ტურნირის ბოლო შეხვედრა სანაქებოდ ჩაატარეს და ერთი შეხედვით მრისხანე მასპინძლები 92:76 გაანადგურეს. არ შეიძლება, არ ითქვას ფინელთა არნახულ სიზუსტეზე: დიტრიხ დეტმანის გუნდმა 32-დან 17(!) სამქულიანი ჩააგდო, რითაც სლოვენიას წარმატების ყველანაირი შანსი მოუსპო.
მაშ ასე, მეოთხედფინალისტები ცნობილნი არიან და მატჩები 18 სექტემბერს დაიწყება.
მეოთხედფინალი
18 სექტემბერი (თბილისის დრო)
სერბეთი – ესპანეთი 19:45
სლოვენია – საფრანგეთი 23:00
19 სექტემბერი
ხორვატია – უკრაინა 19:45
ლიტვა – იტალია 23:00
F ჯგუფი. 16 სექტემბერი
ხორვატია – საბერძნეთი 92:88
იტალია – ესპანეთი 86:81
სლოვენია – ფინეთი 92:76
1.
ხორვატია
5
4/1
372/361
9
2.
სლოვენია
5
3/2
385/379
8
3.
იტალია
5
3/2
374/357
8
4.
ესპანეთი
5
2/3
375/339
7
5.
ფინეთი
5
2/3
341/385
7
6.
საბერძნეთი
5
1/4
381/407
6
E ჯგუფი
1.
სერბეთი
5
4/1
371/343
9
2.
ლიტვა
5
4/1
355/314
9
3.
საფრანგეთი
5
3/2
388/380
8
4.
უკრაინა
5
2/3
325/364
7
5.
ბელგია
5
1/4
318/358
6
6.
ლატვია
5
1/4
362/360
6