ხორვატებმა მასპინძლებს სძლიეს და ურთიერთობას ჩეხებთან გაარკვევენ

ხორვატებმა მასპინძლებს სძლიეს და ურთიერთობას ჩეხებთან გაარკვევენ

C ჯგუფში ვითარება ისე ჩაიხლართა, შესაძლოა, ხორვატია, რომელმაც უკვე 3 მატჩი მოიგო, ჯგუფიდან ვერ გავიდეს. ხორვატებმა წუხელ მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ოვერტაიმში სძლიეს. იასმის რეპეშას გუნდმა კვლავ უხვად ჩააგდო 3-ქულიანები და მასპინძელ სლოვენიას ტურნირზე პირველი მარცხი აგემა.

დღეს ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩეხეთისა და ხორვატიის დაპირისპირებას. მოგებული გუნდი ჯგუფიდან გადის. სლოვენია პოლონეთის ძლევით გაინაღდებს მეორე ეტაპს, ესპანეთს კი ჯგუფიდან მაინც გადის, საქართველოსთან რომც წააგოს.
C ჯგუფი
8 სექტემბერი
ესპანეთი – პოლონეთი 89:56, ჩეხეთი – საქართველო 95:79, სლოვენია – ხორვატია 74:76

1.

ესპანეთი

4

3/1

286/210

7
2.

სლოვენია

4

3/1

286/273

7
3.

ხორვატია

4

3/1

267/288

7
4.

ჩეხეთი

4

2/2

263/269

6
5.

საქართველო

4

1/3

307/311

5
6.

პოლონეთი

4

0/4

258/316


9 სექტემბერი. თბილისის დრო
საქართველო – ესპანეთი        16:30
ხორვატია – ჩეხეთი                19:45
სლოვენია – პოლონეთი         23:00