ხორვატია და კიდევ 5 მეოთხედფინალშია

ხორვატია და კიდევ 5 მეოთხედფინალშია

ხორვატია, სლოვენია და იტალია მეოთხედფინალში არიან. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებმა უკვე მეორე მატჩი წააგეს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ისინი მეოთხე ადგილზე დაბლა მაინც არ ჩამოსცდებიან. ეს იმიტომ, რომ ამჟამად მე-5 და მე-6 ადგილებზე მყოფი საბერძნეთი და ფინეთი იტალიას პირველ ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავს და ბოლო ტურში, 16 სექტემბერს რაც გინდა მოხდეს, მათ წინ მაინც იქნებიან.

ბოლო ტურში კი იტალია ესპანეთს ხვდება და თუკი ესპანეთმა ვერ მოიგო, შესაძლოა, მეოთხედფინალს მიღმა დარჩეს. რაც შეეხებათ ხორვატიას და სლოვენიას, ამ გუნდებმა გუშინ გამარჯვებები მოიპოვეს და მეოთხედფინალის საგზურები გაინაღდეს.
ხორვატიამ იტალიას მოუგო. ხორვატები აგებდნენ, თუმცა მძლავრი მესამე მეოთხედით თამაში გარდატეხეს და საბოლოოდ 76:68 იმარჯვეს. სლოვენიამ კი საბერძნეთს აჯობა. მასპინძლები მატჩის განმავლობაში დიდი სხვაობით ანადგურებდნენ ბერძნებს. ერთი ხანობა სხვაობამ 30 ქულას მიაღწია, თუმცა ელადელებმა ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს შანსის მოპოვება, რომლის გამოყენებაც ვერ მოახერხეს. სლოვენიამ გორან დრაგიჩის დიდებული თამაშის წყალობით საბოლოოდ 73:65 იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდა.
ორივე ჯგუფში თითო ტურია დარჩენილი, თუმცა 6 მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია.
F ჯგუფი. 14 სექტემბერი
ხორვატია – იტალია               76:68
ესპანეთი – ფინეთი                82:56
საბერძნეთი – სლოვენია        65:73

1.

სლოვენია

4

3/1

309/287

7
2.

ხორვატია

4

3/1

280/273

7
3.

ესპანეთი

4

2/2

294/253

6
4.

იტალია

4

2/2

288/276

6
5.

საბერძნეთი

4

1/3

293/315

5
6.

ფინეთი

4

1/3

249/309


E ჯგუფი. 15 სექტემბერი
ლატვია – ბელგია
უკრაინა – ლიტვა
სერბეთი – საბერძნეთი