ევროპის ჩემპიონატზე მეორე ეტაპიდან ის გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში, რომლებიც საქართველოსთან ერთად ჯგუფში იმყოფებოდნენ. C ჯგუფიდან გასული 3 გუნდიდან 2-მა გამარჯვება მოიპოვა.
ხორვატიამ ფინეთი 25 ქულის სხვაობით – 88:63 გაანადგურა და მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. 17 ქულით ხორვატებს დამიან რუდეჟმა ულიდერა, ბოიან ბოგდანოვიჩმა კი 15 ქულა მიითვალა.
ჩემპიონატზე მეორე მარცხი იგემა ესპანეთმა. საქართველოს ჯგუფში სლოვენიასთან მარცხის შემდეგ ხუან ორენგას გუნდმა წუხელ საბერძნეთთან წააგო. ბერძნები მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 წაგებით შევიდნენ და ესპანეთთან მარცხი მათ ფაქტობრივად მეოთხედფინალის მიღმა ტოვებდა. ბერძნებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 79:75 გაიმარჯვეს.
12 სექტემბრის ბოლო მატჩში სლოვენიამ იტალიას პირველი მარცხი აგემა. მატჩი თანაბარი იყო, რომლის ბოლოსაც გორან დრაგიჩმა ისეთი ბურთები ჩააგდო, რომ მანამდე წაუგებელი იტალიელები უშანსოდ დატოვა.
F ჯგუფი
ხორვატია – ფინეთი 88:63, ესპანეთი – საბერძნეთი 75:79, სლოვენია – იტალია 84:77
1.
იტალია
3
2/1
220/200
5
2.
სლოვენია
3
2/1
236/222
5
3.
ხორვატია
3
2/1
204/205
5
4.
ესპანეთი
3
1/2
212/197
4
5.
საბერძნეთი
3
1/2
228/242
4
6.
ფინეთი
3
1/2
193/227
4
13 სექტემბერი
E ჯგუფი
ლიტვა – ბელგია 16:30, უკრაინა – სერბეთი 19:45, საფრანგეთი – ლატვია 23:00