სუპერლიგის მონაწილე ექვსივე გუნდის თითო წარმომადგენელს ერთსა და იმავე შემდეგ ხუთ კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა:
1. რას ფიქრობთ სუპერლიგა 2007/2008-ზე?2. რას ფიქრობთ მიმდინარე ჩემპიონატში თქვენი გუნდის გამოსვლაზე?3. რას ფიქრობთ მიმდინარე ჩემპიონატში თქვენს პირად თამაშზე?4. თქვენი აზრით, როგორი იქნება საპრიზო სამუელი სუპერლიგის ფინიშზე?5. ამპლუების მიხედვით, დაასახელეთ მიმდინარე ჩემპიონატის 5 საუკეთესო მოთამაშე.
გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი)1. წლევანდელი სუპერლიგა შარშანდელზე უკეთესია, როგორც წმინდა ორგანიზაციული, ასევე სათამაშო მხრივაც. პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ თამაშები სპორტის სასახლეში იმართება და ეს დამატებითი მოტივაციის მომტანი ფაქტორია. ასე რომ, საერთო ჯამში, მხოლოდ დადებითად შევაფასებ.2. ყველა შეხვედრა მოვიგეთ და ცხადია, შედეგი დადებითია, თუმცა კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და მოდუნების უფლება არ გვაქვს. “ენერჯი ინვესტში” ყველანი ერთი ოჯახის წევრებივით ვართ და წარმატებას დიდად სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.3. კარგი სეზონი მაქვს, თუმცა უკეთ თამაშიც შემიძლია.4. 1. ენერჯი ინვესტი, 2. თბილავიამშენი, 3. ვითა.5. კოტე ტუღუში, ბესიკ ლეჟავა, შიო ხეცურიანი, რეზო დიდია, ჟულივეტ ტუჯანი.
შიო ხეცურიანი (თსუ)1. სუპერლიგა კარგად ტარდება, თუმცა ჩემი აზრით, შარშან უფრო მრავალფეროვანი იყო. ბოლოდროინდელმა აქციებმა ხალხს მეტი ინტერესი უნდა გაუჩინოს და იმედი მაქვს, ეს ჩემპიონატის მსვლელობაზე დადებითად აისახება. თავისთავად, მომწონს მოცეკვავე გოგონების მიერ დადგმული ნომრები.2. თსუ-ს გამოსვლას დადებიტად ვაფასებ. თავიდან ყველანი ინდივიდუალურად თავის გამოჩენას ვცდილობდით, თუმცა მერე და მერე ყველაფერი დალაგდა და დღეს გუნდური თამაშის მხრივ, დიდ პროგრესს განვიცდით. თამაშის ხარისხს ცემპიონატის მსვლელობისას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.3. შედეგიანობის მხრივ, ნორმალური სეზონი მაქვს, თუმცა სჯობს, ჩემი გამოსვლა სხვებმა შეაფასონ.4. 1. ენერჯი ინვესტი, 2. თბილავიამშენი, 3. ვითა.5. კოტე ტუღუში, გიორგი გამყრელიძე, მიხეილ ბერიშვილი, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი.
კოტე ტუღუში (თბილავიამშენი)1. სუპერლიგა წელლს ბევრად უკეთესია, ვიდრე შარშან. კომპლექსურად გაუმჯობესდა შოუს ელემენტები, მატჩები უფრო დაძაბულად მიმდინარეობს და მჯერა, რომ გაზაფხულზე სპორტის სასახლეში მეტი გულშემატკივარი მოვა, რაც ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, დიდი სტიმულია.2. გუნდის თამაშს არადამაკმაყოფილებლად შევაფასებდი, თუმცა შემადგენლობით სოლიდურად გამოვიყურებით და მჯერა, რომ ნელ-ნელა თამაშს გავაუმჯობესებთ. გუნდის ცუდი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი პირადად ჩემი ცუდი გამოსვლაცაა. 3. არადამაკმაყოფილებლად.4. 1. ენერჯი ინვესტი, 2. ვითა, 3. თბილავიამშენი.
5. გიორგი გამყრელიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, იოვან სტეფანოვი, გიორგი შერმადინი.
გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო)1. წინსვლა აშკარად იგრძნობა, თუმცა კარგი იქნება, თუ მეტი გულშემატკივრის წინ მოგვიწევს თამაში. საერთო ჯამში, გუნდები გათანაბრდნენ და ეს ჩემპიონატს მეტ ინტრიგას სძენს.2. “დინამო” შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურება, თუმცა ამაზე კარგად თამაშიც შეგვიძლია და მჯერა, რომ ამას სეზონის მსვლელობისას არაერთხელ ვაჩვენებთ.3. მიკროტრავმების გამო, სეზონის სტარტზე ცუდად ვთამაშობდი, ახლა კი ოდნავ უკეთ გამოვიყურები. ეს ჩემი შესაძლებლობების ნახევარიც არ არის და იმედი მაქვს, მალე ჩემს საუკეთესო კალათბურთს ვითამაშებ.4. 1. ენერჯი ინვესტი, 2. თბილავიამშენი, 3. დინამო.5. გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, ლექსო ლაფანაშვილი, ზვიად ბაბიაშვილი, გიორგი შერმადინი.
დავით ბერიშვილი (მაკაბი)1. ჩემი აზრით, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და შარშანდელთან შედარებაც კი არ არის. შპორტის სასახლეში გადასვლა ყველას წაადგა, მოთამაშეებს კი – პირველ რიგში.2. თავიდან დიდი მიზნები გვქონდა, კარგად დავიწყეთ, მერე ოდნავ გავაუარესეთ თამაში და სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამ ეტაპზე საკუთარი გუნდის შეფასება. 3. არ ვარ კმაყოფილი. კარგად მხოლოდ 2 შეხვედრა ჩავატარე.4. 1. ენერჯი ინვესტი, 2. ვითა 3. თსუ.5. ირაკლი ბერიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, მიხეილ ბერიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი, გიორგი შერმადინი.
მიხეილ ბერიშვილი (ვითა)1. დადებითად ვაფასებ და ეს პირველ რიგში, შოუს ელემენტებს ეხება. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ გათანაბრდა გუნდების დონე, რაც მატჩებს უფრო საინტერესოს ხდის და ინტრიგა ყველა შეხვედრას თან სდევს.2. წელს შევიკრიბეთ, უამრავი სათამაშო ნიუანსი გვქონდა ადსალაგებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, სტარტი მაინც კარგი გამოგვივიდა. მერე ოდნავ მოვუკელით, თუმცა მთელი სეზონი წინ გვაქვს და ჩვენს ნამდვილ ძალას, სრულ შესაძლებლობებს კიდევ არაერთხელ ვაჩვენებთ.3. დადებიტად, მაგრამ მომატებაც შემიძლია.4. 1. ენერჯი ინვესტი, ხოლო დანარჩენი ადგილებისთვის ყველა გუნდი თანაბრად იბრძოლებს.5. გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, მიხეილ ფანჩულიძე, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, გიორგი შერმადინი.