თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. ვიტორიულმა გუნდმა მორიგი ტურის მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – ბოლო წამებზე – 69:68 მოიგო.
როგორც წესი, შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 1გატარებულ არასრულ 19 წუთში 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შენგელიას მონაგარმა 11 ქულა, თავის გუნდში უმეტესი 8 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შეადგინა. თორნიკემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
შენგელიას მსგავსად 11-11 ქულა მოაგროვეს იანის ბურუსისმა და იაკა ბლაჟიჩმა, ბომბარდირი კი 18 ქულით დარიუს ადამსი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით ეს უკანასკნელი ყველა მანამდე ხსენებულ კალათბურთელს – შენგელია, ბლაჟიჩი, ბურუსისი – ჩამორჩა.
„ლაბორალ კუჩა“ ცხრილში მოსწყდა მადრიდის „რეალს“ და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა, თუმცა დღეს, გვიან ღამით სამეფო კლუბი „ფუენლბრადას“ ხვდება და თუ მოუგო, შენგელიას გუნდს მე-3 ადგილს შეეზიარება. მომდევნო მატჩში შენგელია გიორგი შერმადინს შეხვდება. 24 იანვარს ვიტორიაში „ლაბორალ კუჩა“ „ანდორას“ უმასპინძლებს.