კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა

კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა

ფიბა-ს ქართველი მსაჯებიდან  უახლოეს მატჩებში კირილე თვაური დაიტვირთება. ქართველ არბიტრს 4 დღის ინტერვალში ორ სხვადასხვა ტურნირში მოუწევს მსაჯობა. პირველი იქნება დღეს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში გასამართი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, რომელშიც რუმინელები ნორვეგიას უმასპინძლებენ.

რუმინეთიდან თვაური თურქეთში გაემგზავრება და 3 დღეში, 26 თებერვალს, ქალთა ევროლიგის ფლეი-ინ-ის მატჩს იმსაჯებს: ქალაქ მერსინში ამ სახელწოდების ქალთა გუნდი ესპანურ “ვალენსიას” უმასპინძლებს. 

კირილე თვაური (მსაჯი)
 
23 თებერვალი. მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო მატჩი. ორადეა (რუმინეთი)
რუმინეთი – ნორვეგია
 
26 თებერვალი. ქალთა ევროლიგის ნახევარფინალის ფლეი-ინი. მერსინი (თურქეთი)
მერსინი (თურქეთი) – ვალენსია (ესპანეთი)