14-წლამდელთა ჩემპიონი აკადემია გახდა, რომელმაც ქუთაისის გუნდი ფინალური სერიის მეორე მატჩში 86:73 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩი თავიდანვე აკადემიელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებიც საწყის მეოთხედში 21:15 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი სხვაობით, 50:30 გავიდნენ. აკადემიამ მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა (75:55), ქუთაისლებმა კი ვერც დასკვნით პერიოდში მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
აკადემიის გუნდს ულიდერა გიორგი ცირიკიძემ, რომრლმაც 43 ქულა, 13 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი და მატჩის ბომბარდირი გახდა, ,,ქუთაისის” შემადგენლობაში კი 23 ქულით თავი იოანე გუბაევმა გამოიჩინა. ორმაგი დუბლი შეასრულა გუბაევის თანაგუნდელმა ლადო ფურცხვანიძემ, რომელმაც საკუთარ აქტივში 17 ქულა და13 მოხსნა ჩაიწერა.
ბათუმში ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში ადგილობრივი გუნდი და ,,კარდინალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მატჩში 80:67 იმარჯვეს და მე-3 ადგილი დაიკავეს. ,,ზღვისპირელებმა” შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველ ნახევარში 38:32 დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ბათუმელბმა მესამე მეოთხედში11 ქულამდე გაზარდეს და თავიაანთ სასარგებლოდ 56:45 დააფიქსირეს. კარდინალის გუნდმა ვერც დასკვნით მეოთეხდში შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. ბრინჯაოს მედლის მფლობელებს 28 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, ხოლო 18 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ალეკო ფევაძემ შეასრულა. კარდინალის მხრიდან ორმაგი დუბლით, 21 ქულიტა და 11 მოხსნით თავი ნიკა ლოლიშვილმა გამოიჩინა, რომელსაც მხარი გაგა დემეტრაშვილმაც აუბა – 12 ქულა და 10 მოხსნა.