საბოლოოდ გაირკვა იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავენ. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა იმ სამი ახალგაზრდა კალათბურთელისგან, რომლებსაც ახლახან გამართულ ამხანაგურ მატჩებში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ, ერთ–ერთზე უარი თქვა.
კოსტანტინე ტომარაძე
ეს გახლავთ 18 წლის კოსტანტინე ტომარაძე, რომელიც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრია, თუმცა სერბმა სპეციალისტმა მასში პერსპექტივა დაინახა და ეროვნულშიც მიიწვია. ტომარაძე აქამდე კოკოშკოვის გუნდში იყო, ემზადებოდა და რამდენიმე წუთით ამხანაგურ მატჩბშიც მიეხმარა ეროვნულ ნაკრებს, თუმც ძირითად 12 მოთამაშეში მისი ადგილი არ მოინახა და ის უკვე თბილისშია.
ეროვნული ნაკრები კი ავსტრიის მყუდრო ქალაქ შტაინბრუნშია და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. კოკოშკოვის გუნდი შტაინბრუნის სპორტულ კომპლექსში 5 სექტემბრამდე დარჩება და მერე ლუქსემბურგს ოფიციალური მატჩის სათამაოდ ეწვევა.
აი, ის 12 კალათბურთელი, რომლებიც მომავალ მატჩებში დაიცავენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას:
უკანა ხაზი: ლაშა გამყრელიძე (“ენერჯი ინვესტი”), გიორგი ცინცაძე (“როკი”, ესტონეთი), კოტე ტუღუში (“ენერჯი ინვესტი”), ტაირონ ელისი (“კახასოლი”, ესპანეთი), ანატოლი ბოისა (“თბილავიამშენი”);
ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე (უკლუბო), თორნიკე შენგელია (“პამესა”, ესპანეთი), ნიკა ცქიტიშვილი (“ტერამო”, იტალია), მიხეილ ბერიშვილი (უგუნდო), ვლადიმერ ბოისა (“მენორკა”, ესპანეთი);
ცენტრები: ზაზა ფაჩულია (“ატლანტა ჰოუქსი”, აშშ), გიორგი შერმადინი (“მაკაბი”).
საკვალიფიკაციო მატჩების განრიგი:
ლუქსემბურგი – საქართველო 6 სექტემბერი, ლუქსემბურგი
ირლანდია – საქართველო 10 სექტემბერი, დუბლინი
სლოვაკეთი – საქართველო 13 სექტემბერი, ნოვი ვსი
შვედეთი – საქართველო 17 სექტემბერი, უმეო