გიორგი შერმადინმა 33 ქულა დააგროვა
გუშინ, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო კოტე მახარაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის “მაკაბი”, აზერბაიჯანის “ნტდ-სერვისი”, კიევის “ბუდიველნიკი” და თელ-ავივის “ჰაპოელი”.
მაკაბი – ნტდ სერვისი 89:5629:11, 12:6, 20:25, 28:14
მაკაბი: გ. შერმადინი (33 ქ. 17 მ. 8 პ), სანიკიძე (20 ქ. 8 მ. 5 პ. 4 ჩ. 3 დ), ბარბაქაძე (17 ქ. 15 მ. 3 პ. 3 ჩ), ნიკოლაძე (10 ქ).ნტდ სერვისი: ბახშიევი (18 ქ. 4 ჩ), ფაშაევი (13 ქ. 12 მ. 6 პ. 3 ჩ), აბულაძე (10 ქ. 8 მ), სარიევი (5 ქ).
გიორგი შერმადინმა, დავით ბარბაქაძემ და ვიქტორ სანიკიძემ “მაკაბის” იოლად დაამარცხებინეს აზერბაიჯანელი მეტოქე, რომლის რიგებშიც 10 ქულით ვანო აბულაძე გამოირჩა.
შერმადინმა მეტოქეს 13 ჯარიმა მიაღებინა, სანიკიძემ კი რამდენიმე ეფექტური პასით გამოიჩინა თავი, საბოლოოდ კი ქართულმა გუნდმა, რომელიც სუპერლიგის რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდა, იოლი გამარჯვება მოიპოვა.
ჰაპოელი – ბუდიველნიკი 62:8210:25, 23:20, 14:14, 15:23
ჰაპოელი: ლევი (14 ქ. 8 მ), ნეშაისი (14 ქ. 4 პ), ბიტონი (8 ქ).ბუდიველნიკი: ბალაშოვი (18 ქ. 4 პ), გორბენკო (16 ქ. 4 დ), იაილო (5 ქ. 5 მ).
“ჰაპოელის” შემადგენლობაში ითამაშა ორმა ქართველმა, ირაკლი ჩლაიძემ და გიგი ბარბაქაძემ, უკრაინელებმა კი დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს და ხვალ, ფინალში, 19 საათზე “მაკაბის” დაუპირისპირდებიან.