კოტე ტუღუში: პოლონეთთან სათამაშოდ მზად ვართ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება

დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩeმპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს პოლონეთის სახით, რომელიც ყველა რგოლში უმაღლესი დონის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ეს იციან და პოლონეთთან სათამაშოდ შესაბამისი ტაქტიკით ემზადებიან. კალათბურთის ფედერაციის საიტი პოლონეთთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს და გუნდის მე-13 მოთამაშე ანატოლი ბოისას კომენტარი ჩამოართვა